Tuesday, May 28, 2013

nino



მოციქულთასწორი ნინო – ქართველთა განმანათლებელი

ხს. 14 იანვარს და 19 აპრილს

  
წმინდა ნინო წარჩინებული და კეთილმსახური მშობლების ერთადერთი ასული იყო. მამამისი, ზაბულონი, წმინდა გიორგის თანამედროვე და თანამოქალაქე, სახელოვანი მხედართმთავარი იყო, დედა – სოსანა კი იერუსალიმის პატრიარქის – იუბენალის და. წმინდა ნინო ადრეული ასაკიდან გამოირჩეოდა ღვთისადმი სიყვარულით და მისთვის ყველაზე დიდი სიამოვნება იყო უფალ იესო ქრისტეს ცხოვრების მოსმენა.

12 წლის ნინო მშობლებთან ერთად წმინდა ქალაქ იერუსალიმში ჩავიდა, სადაც უფალმა იესო ქრისტემ ჩვენი ცხონებისათვის ჯვარზე ვნება და სიკვდილი დაითმინა. ნინოს აქ ყოველი კუნჭული სახარებისეულ ამბებს აგონებდა. ისე მოხდა, რომ მამამისი ღვთისადმი დიდი სიყვარულის გამო უდაბნოში წავიდა და ბერად შედგა, დედა კი პატრიარქმა გლახაკი და ავადმყოფი ქალების მომვლელად დაადგინა. ნინო ერთ ღვთისმოშიშ და სარწმუნოებაში განსწავლულ ქალს მიაბარეს, რომელიც მაცხოვრის აღდგომის ტაძარს ემსახურებოდა. მასთან ერთად მსახურობდა წმინდა ნინო. აღმზრდელს ბავშვი ღვიძლი შვილივით უყვარდა და სარწმუნოებისა და კეთილმსახურების წესებით ზრდიდა, იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ უყვებოდა. წმინდა ნინო მაცხოვრის კვართის ადგილსამყოფელით დაინტერესდა.

აღმზრდელმა ნინოს უამბო, რომ კვართი მცხეთელ ებრაელებს ხვდათ წილად და ინახება ჩრდილოეთის ქვეყანაში, რომელიც სპარსეთსა და ოსეთს შორის მდებარეობს. გარდა ამისა, დამრიგებელმა ნინოს უთხრა, რომ ამ ქვეყნის მცხოვრებლები, ისევე როგორც კავკასიის დანარჩენი ტომები, წარმართობის სიბნელეში ცხოვრობენ. ნინოს ეს მონათხრობი გულში ღრმად ჩარჩა.

წმინდა ნინო დღედაღამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე ლოცულობდა. ერთ დღეს, ლოცვისას, იგი აღტაცებულ იქნა გონებით და ყოვლადწმიდა ქალწული იხილა, რომელმაც უთხრა: – ნინო, საქადაგებლად გაგზავნი ჩრდილოეთის ქვეყანაში, ჩემს წილხვედრ საქართველოში. წადი უშიშრად და უქადაგე ჭეშმარიტება!

– მე, უცხო და უსწავლელი ქალწული, როგორ შევძლებ ასეთი დიდი საქმის შესრულებას? – ჰკითხა ნინომ.

მაშინ ყოვლადწმიდა დედოფალმა ნინოს ვაზის ჯვარი მიაწოდა და უთხრა:

– აიღე ეს ჯვარი! ამით სძლევ ეშმაკის ყველა მზაკვრობას და შენი ქადაგება წარმატებული იქნება. მე ვიქნები შენი შემწე, არ მიგატოვებ.

ხილვა რომ დასრულდა, ნინომ ხელში სასწაულებრივი ჯვარი იხილა და სიხარულის ცრემლებით ეამბორა. ის მაშინვე პატრიარქთან, თავის ბიძასთან წავიდა და სასწაულებრივი ხილვის შესახებ უამბო. პატრიარქმა ნინოს ხილვის შესახებ რომ მოისმინა, გაკვირვებული ღმერთსა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მადლობდა.

fchxili







zarda

bmv


„ბეემვე“ 42 ბორბლით

BMW designs a car to a four year-old's specifications
8 თებერვალი

ვინ თქვა, რომ ავტომწარმოებლები თავიანთ მომხმარებლებს არ უსმენენ და მათს სურვილებს ნაკლებად ითვალისწინებენ? ყოველ შემთხვევაში, „ბეემვესთან“ მიმართებაში, ეს საყვედური უადგილოა. და აი, რატომ: ვებგვერდ „იალოპნიკის“ მკითხველმა ითხოვა, რომ შექმნილიყო კონცეპტუალური სურათი ავტომობილისა, როგორის შექმნაც მის ოთხი წლის დისშვილ ელის სურდა.

ბავარიელთა პასუხმაც არ დააყოვნა. მათ შეიმუშავეს 42-ბორბლიანი მონსტრი, რომელიც „პორშეს“ წარმოების 19 ძრავით „აღჭურვეს“. თითოეულის სიმძლავრე 459 ცხენის ძალაა. რა თქმა უნდა, ასეთ ბეჰემოთის ერთი საჭით მართვა შეუძლებელია. და პროექტის ავტორებმაც მანქანა სამი საჭით აღჭურვეს.
მანქანას აქვს უზარმაზარი ჰაერის ამღებები ძრავებისთვის და საბარგული სათამაშოებისთვის. სალონში საკმარისზე მეტი ადგილია იმისათვის, რომ ელიმ და მისმა მეგობრებმა არ მოიწყინონ.
ბავშვის ბიძამ კონსტრუქტორებს სთხოვა, რომ მათ მიერ შემუშავებული ავტომობილი ოპოზიტური 6000-ცილინდრიანი ძრავებით აღიჭურვოს, რომლებსაც წყლით გაგრილების სისტემა ექნება. ამასთან, ავტომობილის სახელად მან „4219 ელი“ შეარჩია. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ სახელში 42 ბორბლების რაოდენობას აღნიშნავს, 19 კი - ძრავების რიცხვს.

Tuesday, May 21, 2013

datvi


საქართველოს ტყეების ბინადარია მურა დათვი. ეს სახეობა შტანილია საქართველოს წითელ წიგნში. დათვი ყველაზე დიდი ზომის მტაცებელია საქართველოში. მისი სხეულის სიგრძე 2,5 მ-მდე, მასა 480 კგ-მდე აღწევს.
მართალია დათვი მტაცებლების რიცხვს ეკუთვნის, მაგრამ სხვა მტაცებლებისაგან განსხვავებით, ყველაზე ნაკლებად ჭამს ხორცს და ძირითადად მცენარეებით იკვებება.
დათვები ძირითადად, ხილით, კენკრით, ბოლქვებით, სოკოებით, თხილითა და რკოთი იკვებებიან. ამას ამატებენ მწერებსა და თაფლს. დათვები ასევე მიირთმევენ პატარა ძუძუმწოვრებსა და რეპტილიებს, თუკი მათ სიახლოვეს შენიშნავენ და დაიჭერენ.
დათვების უმეტესობა აქტიურია დღისით და თითქმის მთელ დღეს საკვების ძებნას უთმობენ. მათ ძალიან კარგი ყნოსვა აქვთ. სიარულისას, დათვი დროდადრო ჩერდება, უკანა თათებზე ჯდება და ცდილობს სუნით ნაკვალევი აღმოაჩინოს.

დათვი ჩვეულებრივ, მძიმედ მოძრაობს. იგი გადაადგილდება ოთხივე კიდურით. თუმცა საფრთხის შემთხვევაში ჩქარი სირბილიც შეუძლია. ამ დროს მისი სიჩქარე 50-60 კმ/სთ-ს აღწევს. დათვების შედარებით პატარა სახეობები კარგი მცოცავები არიან მათ ხშირად ნახავთ ხეზე ასულს და იქ დაძინებულს. ყველა დათვი კარგი მცურავია.

ზამთრისათვის, რომელსაც დათვი, ჩვეულებრივ, ძილში ატარებს. როგორც კი პირველი თოვლი გამოჩნდება, დათვი მოძებნის ბუნაგს, გაავსებს მას ბალახებით, ხავსით, ხმელი ტოტებით და ფოთლებით და ხანგძლივი ძილისათვის ამზადებს. ბუნაგი ხშირად გამოქვაბულებში, მღვიმეებში, კლდის ქვეშ ან დიდი ხეების ძირში აქვთ.
ზამთრის განმავლობაში დათვის ტემპერატურა და პულსი არ ეცემა, როგორც ეს სხვა, ზამთარში მძინარე ცხოველებში ხდება, ამიტომ მას თბილ ამინდში თავისუფლად შეუძლია ბუნაგიდან გამოსვლა და საკვების საძებნელად წასვლა. შემდეგ იგი ისევ უბრუნდება ბუნაგს და ძილს აგრძელებს. ასეთი ძილი, დაახლოებით, ექვს თვეს გრძელდება. გაზაფხულზე დათვი გამხდარი და დასუსტებული გამოდის.

დათვი შობს ძალიან  პატარა ბელებს, ხშირ შემთხვევაში — ორს. ახალშობილები მხოლოდ 200-700 გრამს იწონიან და ძალიან ჰგვანან პატარა ვირთხებს. ისინი თვალაუხელელნი, უკბილონი და ბეწვის გარეშე იბადებიან. პატარები რჩებიან ბუნაგში დედასთან, მისი ნოყიერი რძით იკვებებიან და სწრაფად იზრდებიან. როდესაც გაზაფხულზე ისინი ბარბაცით გამოდიან ბუნაგიდან და მზეს ეფიცხებიან, უკვე მოზრდილები არიან.
დათვები, როგორც წესი, მარტო ბინადრობენ, თუმცა საკვების მოპოვების დროს ხშირად იკრიბებიან. ბელები ორი-სამი წლის განმავლობაში დედასთან რჩებიან. ამ პერიოდში მდედრი დათვი კიდევ მაკეობს, ამგვარად, მამრი დათვებიც ცხოვრების რაღაც ნაწილს ნაშიერებთან ატარებენ.


manqanebi


გაგიგიათ რამე ისეთი ძრავის შესახებ, რომელსაც ერთბაშად სამი კომპრესორი ემსახურება? ასეთს ჯერჯერობით არც ერთი საავტომობილო კომპანია არ აწარმოებს. თუმცა, მალე პიონერიც გამოჩნდება და ამ საპატიო მისიას ბეემვე შეასრულებს.
ბავარიელებმა ავტობიზნესში მოღვაწეობა ოთხცილინდრიანი ძრავებით დაიწყეს და ცილინდრების რაოდენობას თანდათან, პოპულარობის და ბიზნესის ზრდის კვალობაზე უმატებდნენ. ასე მიაღწიეს V8 და უფრო მეტცილინდრიან ძრავებამდე. თუმცა შემდეგ ავტოინდუსტრიაში ტენდენცია შეიცვალა და ახლა ყველა ეკონომიკური, მაქსიმალურად ეფექტიანი ძრავების წარმოებას ცდილობს. შესაბამისად, ლიტრაჟი და ცილინდრების რაოდენობაც მცირდება. რა თქმა უნდა, ამ ტრენდს ბავარიელებიც მიჰყვებიან. ოღონდ, ეს ძრავების სიმძლავრის შემცირების ხარჯზე არ მოხდება. და ამ საქმეში მიუნხენელ ინჟინრებს ჩაბერვის სისტემები ეხმარება.
როგორც გამოცემა ავტოექსპრესი გვატყობინებს, შემდეგი თაობის M3 სამკომპრესორიანი 3.3-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი (ერთ რიგში ჩამწკრივებული ცილინდრებით) ძრავით აღიჭურვება. ამ სამიდან, ორი ტურბოდამჭირხნი იქნება, ერთს კი ელექტროძრავი დაატრიალებს. ბავარიელთა M-დივიზიონის შეფის, დოქტორ ფრიდრიხ ნიჩკეს განცხადებით, ეს იმისთვის კეთდება, რომ საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად, სიმძლავრის კლების გარეშე შემცირდეს. ამ საქმეში კი, M-დივიზიონს ტურბინების გარდა, კარბონის კომპოზიტის ფართოდ გამოყენებაც დაეხმარება.
ნიჩკეს თქმით, ძრავი 3.3-ლიტრიანი იქნება და სამი კომპრესორის დახმარებით, დაახლოებით 450 ცხენის ძალას განავითარებს. ჯერჯერობით უცნობია, ტურბოკომპრესორები მიმდევრობით იმუშავებენ, თუ ისინი „საკუთარ” 3-3 ცილინდრს მოემსახურებიან. იმავდროულად, დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ელექტროძრავთან დაკავშირებული კომპრესორის მიერ დაჭირხნული ჰაერი ტურბოკომპრესორებს მიეწოდება, ასე კი ეგრეთ წოდებული ტურბო-ლაგი (ერთგვარი ჩავარდნა მკვეთრი გზის დროს) გამოირიცხება.
გარდა ამისა, ნიჩკემ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი კომპანია სუპერავტომობილ M1-ის გამოშვების შესაძლებლობასაც განიხილავს. მისი თქმით, ასეთი ავტომობილი, V10 და V12 ძრავების გარეშე, ასტონ მარტინის, ფერარის და ლამბორგინის სუპერავტომობილებს ჯეროვან კონკურენციას ვერ გაუწევს. ნებისმიერ შემთხვევაში, M1 ბაზარზე 2016 წელზე ადრე არ გამოჩნდება.
და ისევ სამკომპრესორიანი ძრავის შესახებ. ამ ძრავით პირველად ალბათ უგზოობის X3-ის M-ვერსია აღიჭურვება, რომლის მსოფლიო პრემიერაც ფრანკფურტის ავტო შოუზე იგეგმება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ავტომობილი თავიდანვე ამ ძრავით იქნება ხელმისაწვდომი. იმავე ძრავით მომავალში კუპე M2-იც აღიჭურვება.
 
ვარდი უაძველესი სიმბოლოა დიდი გრძნობისა, ეს ის ერთადერთია , რაც საუკუნეების განმავლობაში არ გაცვდა . გოგონას მეთხუთმეტე საუკუნეშიც ისევე უხაროდა, როცა მას ბიჭი ვარდს ჩუქნიდა , როგორც ახლა . მაგრამ იცოდი რომ სხვდასხვა ფერის ვარდს სხვადასხვა დატვირთვა აქვს ?

რას ნიშნავს როცა ვარდებს გჩუქნიან ?


თეთრი ვარდები : ისინი სისპეტაკისა და გულწრფელობის სიმბოლოა. ამით ბიჭი გეუბნება , რომ ზეციური ხარ , რომ მოხიბლულია შენი სინაზით . თეთრი ვარდი სუფტა გრძნობების სიმბოლოა.

რას ნიშნავს როცა ვარდებს გჩუქნიან ?

წითელი ვარდები : რა თქმა უნდა , სიყვარულს ნიშნავს. ამით მას საკუთარი სთბოს გადმოცემა სურს . თეთრისაგან განსხვავებით წითელი ვარდი მგზნებარე სიყვარულს გამოხატავს.

რას ნიშნავს როცა ვარდებს გჩუქნიან ?

ვარდისფერი ვარდები : ელეგანტურობისა და შარმის სიმბოლოა. ის მადლიერებასაც გამოხატავს , ასევე სიმპათიასაც. ვარდისფერი ვარდი ტკბილი და ნაზი გრძნობის გამოხატულებაა.

რას ნიშნავს როცა ვარდებს გჩუქნიან ?

ყვითელი ვარდები : ამით ბიჭი გაგრძნობინებს , რომ შენზე ზრუნვა უნდა. ზოგადად ყვითელი ვარდი ენერგიას ნიშნავს. ყველაზე ხშირად ამ ფერის ვარდებს მისალოცად იყენებენ. თუ შეყვარებულთან ნაჩხუბარი ხარ და მან ყვითელი ვარდები გაჩუქა , ეს ნიშნავს , რომ ბოდიშს გიხდის.

რას ნიშნავს როცა ვარდებს გჩუქნიან ?

ნარინჯისფერი ვარდები : ენთუზიაზმი , საუკეთესო სურვილები და გრძნობის განახლება - ეს არის ნარინჯისფერი ვარდის დატვირთვა . ეს ფერი სიამაყის სიმბოლოცაა .

რას ნიშნავს როცა ვარდებს გჩუქნიან ?

მწვანე ვარდები : ასეთ ვარდებს ხალისიან , სიცოცხლისმოყვარე ადამიანებს ჩუქნიან . ფსიქოლოგების აზრით . ამ ფერის ვარდი სტაბილურობის გამოხატულებაა. ხოლო სიყვარულის ენაზე , ეჭვიანობას გამოხატავს.

რას ნიშნავს როცა ვარდებს გჩუქნიან ?

შავი ვარდები : ისტორიულად სიკვდილის ემბლემაა , მაგრამ გარდა ამისა განახლებას , ანუ სიცოცხლის თავიდან დაწყებასაც აღნიშნავს . იგი ძალასთან ასოცირდება .

რას ნიშნავს როცა ვარდებს გჩუქნიან ?

ცისფერი (ლურჯი ) ვარდები : იდუმალებას უკავშირდება. ბუნებაში ცისფერი ვარდი არ არსებობს, ამიტომ მეცნიერებმა ის ხელოვნურად გამოიყვანეს. სიყავრულის ენაზე იგი აღფრთოვანებას. პირველ სიყვარულს ნიშნავს, რომელსაც ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე ვერ ივიწყებს .

რას ნიშნავს როცა ვარდებს გჩუქნიან ?

თეთრი და წითელი ვარდების ნარევი თაიგული ერთიანობის სურვილის სიმბოლოა .

რას ნიშნავს როცა ვარდებს გჩუქნიან ?

თუ ბიჭმა სხვადასხვა ფერის ვარდების თაიგული გაჩუქა, ეს იამს ნისნავს, რომ უყვარხარ, შენგანაც საპასუხო სიყვარულს ელის და მალე პაემაზე დაგპატიჟებს, ამიტომ მზად იყავი .

რას ნიშნავს როცა ვარდებს გჩუქნიან ?

რაოდენობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი ვარდი მორიდებულობის სიმბოლოა, მაგრამ თუ იგი წითელი ფერისაა, ეს უკვე სიყვარულის ახსნის ტოლფასია.

რას ნიშნავს როცა ვარდებს გჩუქნიან ?

თქვენ რაფერ ვარდს ისურვებდით საჩუქრად?