Tuesday, May 21, 2013

statusebi





სიძულვილი არის აქტიური უკმაყოფილება, შური – პასიური; ამიტომაც არ უნდა გვიკვირდეს, თუ შური სწრაფად გადადის სიძულვილში.

სიძულვილი, ეს ადამიანის ის იარაღია რომელიც მას დაუმარცხებელს ხდის…

სიყვარულს სიმშვიდე და სილაღე მიაქვს გულში, აცოცხლებს მას; სიძულვილი აშფოთებს და ავიწროებს. ვისაც მავანი ეჯავრება, საკუთარ თავს ტირანად უდგას, შტერზე შტერია.

სიძულვილი გრძნობაა, რომელსაც სხვათა უპირატესობა იწვევს თავის შესატყვისად.

სიძულვილი სიყვარულია, რომელიც დამარცხდა.

მე მძულს სიყვარული, იმიტომ რომ სიყვარულმა შემიძულა მე.

სიძულვილი ლაჩრის შურისძიებაა იმისათვის, რომ მას ანგელოზები დაუფრთხეს,

როცა სიძულვილს შიში სძლევს, იგი ბუღმბით დადის საზოგადოებაშიდ ა სამართლიანად სარებს თავს.





მეგობრობა მოიპოვება არა ნათესაური კავშირით, არამედ ინტერესთა ნათესაობით.

მე ისეთი მეგობარი არ მინდა, რომელიც ჩემთან ერთად იცვლის ფერს და ყოველ ჩემს თავის დაკატუნებსაც კი იმეორებს. ამ საქმეს ხომ ჩემი ჩრდილიც კარგად ასრულებს.

ამქვეყნდა არაფერია მეგობრობაზე უკეთესი დ ასაამო; ცხოვრებას რომ მეგობრობა გამოაკლო - ეს იგივეა, რომ დედამიწას მზის სხივი წაართვა,

ჭეშმარიტი მეგობარი უნდა იყოს ჩვენი მეორე ,,მე".

მეგობრობა იქ მთავრდება, სადაც უნდობლობა იწყება.

თუ მეგობარს შენი მტერი არ სძულს, მას ნაცნობის გარდა ნურაფერს უწოდებ.

No comments:

Post a Comment